Free Web space and hosting from freehomepage.com
Search the Web

ინდ მეწარმე: ელდარ ჯალაღონია

ინდივიდუალური მეწარმე: ელდარ ჯალაღონია


აითიაისი
ინდ მეწარმე: ელდარ ჯალაღონია

 

საქართველო, ზუგდიდის რაიონი, სოფელი – ცაიში

სოფლის მეურნეობა – კიტრის მოსაყვანი სათბური.

კიტრი (4 ლარი.),

კიტრის მოსავლის რაოდენობა 700 კგ.

კიტრი – სითბოსა და მიწის ტენიანობისადმი მომთხოვნი ბოსტნეულის კულტურა. ნათესი იზრდება 12°С, –ზე მეტ ტემპერატურაზე. კიტრის ახალი ნაზარდი ძალიან ფაფუკია და 10 °С –ზე ნაკლებ ტემპერატურაზე წყვეტენ ზრდას, ყვითლდებიან და იღუპებიან.

კიტრი მზის პირდაპირი სხივების განათებისადმი ნაკლებად მომთხოვნი ბოსტნეულის კულტურაა. ეს ამ ბოსტნეულის მოშენების საწინდარია მთელი წლის მანძილზე: ადრინდელ გაზაფხულზე – სათბურში, ზაფხულის განმავლობისას – ბოსტანში, ზამთრის პერიოდი ფანჯრის რაფაზე.

კიტრს საკვებად იყენებდნენ ჯერ კიდევ 6 ათასი წლის წინად. ამ არაჩვეულებრივი ბოსტნეულის სამშობლოა – ჩრდილოეთ–აღმოსავლეთ ინდოეთი. ჩვენთან კიტრმა ბიზანტიელებისაგან მოაღწია VII საუკუნეში. იგი სწრაფად გავრცელდა და მის მოშენებას მიჰყვეს ხელი არა მარტო ბოსტანსა და სათბურებში, არამედ საყვავილე კლუმბებზეც კი დიდ ქალაქებში. ხალხმა შეაფასა ამ მწვანე ნაყოფის წვნიანობა და გემო. თითქმის ერთდროულად გემოსა და კიტრის დიეტურ თვისებებთან ერთად იყო აღმოჩენილი სამკურნალო თვისებები. მის გამოყენებას ურჩევდნენ როგორც კუჭის შეკრულობის მომადუნებელ საშუალებას, როგორც ხველების საწინააღმდეგოს – ტუბერკულიოზისას, ნახარშს კი გამოიყენებდნენ სიყვითლის სამკურნალოდ, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. კიტრში წყლის დიდი შემცველობაა – 95 – 96 %. ვიტამინების შემცველობით კიტრი ჩამორჩება მხოლოდ კომბოსტოსა და პომიდორს, სამაგიეროდ ჭარბად შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს – ფოსფორს, მაგნიუმს, ქლორს. მიკროელემენტებიდან მასში ბევრია რკინა (უფრო მეტი, ვიდრე მაყვალსა და ყურძენში) ცინკი, ფოსფორი, სპილენძი, მარგანეცი, მოლიბდენი, ეს სამკურნალო ბოსტნეული შეიცავს კალციუმის მარილებს (150 მგ – 100 გრამზე), რომლებიც შველიან ორგანიზმიდან ჭარბი წყლისა და მარილების გამოდევნაში. აი რისთვისაც შეუცვლელია სნეულთა დიეტაში, გულის დაავადებებისას, თირკმელებისა და სისხლძარღვთა დაავადებებისას. კიტრში კალიუმის მაღალი შემცველობაა, რომელიც ხელს უწყობს წნევის რეგულირებას. კალიუმის გამო, კიტრი წარმოადგენს ერთ–ერთ საუკეთესო შარმდენ საშუალებას. ახალი კიტრი – კუჭის საუკეთესო მომადუნებელი საშუალებაა, ამიტომ ექიმები რეკომენდაციას უწევენ ამ ნაყოფის გამოყენებას შეკრულობის ან ნაწლავის აგონიისას.

ზუგდიდის რაიონის სოფელი ცაიშის ინდ მეწარმე ელდარ ჯალაღონიას კიტრის მოსაშენებლად სათბური აქვს მოწყობილი. ამ საქმიანობით მას თავისი წვლილი შეაქვს სამეგრელოს რეგიონის სასოფლო– სამეურნეო დარგის განვითარებაში.

კიტრი (სათბური)

კიტრი.

კიტრი (სათბური)

1.

კიტრი (სათბური)
მოსავლის რაოდენობა 700 კგ.

კიტრი (სათბური)

2.

აითიაისი Contact Us | ©2008 ITIC